English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ თინათინ ლომსაძე
კლასტერების განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში

ჟურნალი N 4.2023

სტატიაში გადმოცემულია კლასტერების განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში. აღნიშნული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, წარმატებულად შეძლეს ბალტიის ქვეყნებმა, რომელთა პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩრდილოეთევროპული მოდელის მორგება შეიძლება პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და განათლების რეფორმირების პროცესი. სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც.
ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ, რესურსების უკონტროლო ათვისებამ, გარემოში შეუქცევადი ეკოლოგიური პროცესები განაპირობა, რომელთაგან ყველაზე სახიფათო სათბურის აირების GHG გაფრქვევა და მისგან გამოწვეული კლიმატის ცვლილებების უარყოფითი შედეგებია.
გაერომ 2015 წლის 25 სექტემბრიდან, მდგრადი განვითარების კონცეფციის მიღებით, აქტიური ბრძოლა დაიწყო კლიმატის ცვლილებების და რესურსების დაზოგვის საკითხის გადასაწყვეტად. 2016 წლის პარიზის შეთანხმებაში გაერომ წევრ ქვეყნებს დაუსახა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კონკრეტული გეგმა, რაც ინდუსტრიების მწვანე ტრანსფორმაციასთან არის დაკავშირებული.
ინდუსტრიების მწვანე ტრანსფორმაცია გულისხმობს მოდერნიზებას, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და გაციფრულებას. ეს პროცესი კი ჭკვიანი-სპეციალიზაციის სახელით მოიხსენიება ოფიციალურ დოკუმენტებში.
ინდუსტრიების ჭკვიანი-სპეციალიზაცია მიმდინარეობს ინოვაციური კლასტერების Triple და Quadruple Helix მოდელების განვითარების შედეგად, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის დარგების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ინტეგრირებასა და თავმოყრას ცალკეული ლოკალური რეგიონების ტერიტორიაზე.
საკვანძო სიტყვები: კლასტერი, მდგრადი განვითარება, ჭკვიანი-სპეციალიზაცია, ინოვაცია, ინდუსტრია.

შესავალი

ცივილიზებული საზოგადოება მუდმივად ისწრაფვის სარგებლიანობის დონის მაქსიმიზაციისკენ, რაც შეზღუდული რესურსების პირობებში, შეუზღუდავი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას გულისხმობს. თუმცა, პრაქტიკაში საზოგადოების მაქსიმალური კეთილდღეობის საკითხი, ძალიან რთულ და ხშირად გადაუწყვეტ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის დაკავშირებულია რესურსების ეფექტიან ათვისებასა და დაზოგვასთან.
ინდუსტრიალიზაციის პერიოდის დაწყების შემდეგ, ყველაზე მწვავე პრობლემად საზოგადოებისთვის რესურსების ეფექტიანი ათვისება – დაზოგვის აუცილებლობა იქცა, რაც პირდაპირ კავშირშია ინდუსტრიების ინოვაციური შესაძლებლობების ზრდასთან და ტექნოლოგიურ პროგრესთან.
XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, პროფესორი პორტერი თავის ნაშრომებში აღწერს ინდუსტრიების ინოვაციური შესაძლებლობების ზრდის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების სრულიად ახალ გზას, რომელიც კლასტერის Triple Helix მოდელის განვითარებასთანაა დაკავშირებული. აღნიშნული მოდელი 1990 წლიდან განვითარდა, როდესაც მარშალის გეგმის დამსახურებით მოხდა ინდუსტრიების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ინტეგრაცია ინდუსტრიების მოდერნიზებისა და ინოვაციების დანერგვის მიზნით (Porter, 2001; Solvel, 2009; Porter, 1998).
კლასტერების განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობას ჰარვარდის უნივერსიტეტის ცნობილი მკვლევარი, პროფესორი მაიკლ პორტერი, პირველ რიგში, რესურსების ეფექტიან ათვისებას უკავშირებს, რასაც სპეციალიზებული ინდუსტრიების გეოგრაფიული კონცენტრაცია და კონვერგენციის ეფექტი განაპირობებს. რეგიონები, სადაც ვითარდება კლასტერები, გამოირჩევიან სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური კეთილდღეობის უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებლებით.
პროფესორი პორტერი კვლევებს აწარმოებდა ტემპლის უნივერსიტეტის პროფესორ მერსედეს დელგადოსთან და მიჩიგანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარ სკოტ შტერნთან ერთად. მათ კვლევებით დაადასტურეს, რომ რაც უფრო ახლოსაა ინდუსტრიები და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები ერთმანეთთან, მით უფრო სწრაფად და ინტენსიურად ხდება ცოდნისა და ინოვაციების გავრცელება (Delgado, Porter, & Stern, 2014; Delgado, Porter, & Stern, 2012)
პროფესორ პორტერის, პროფესორ დელგადოსა და ასისტენტ შტერნის მტკიცებით, იდეალური შემთხვევაა, როდესაც ინდუსტრიების ინოვაციური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, მათ საქმიანობასთან დაკავშირებული დაწესებულებები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები და სახელმწიფო ინსტიტუტები იღებენ მონაწილეობას და ისინი თავმოყრილია ერთი გეოგრაფიული რეგიონის ტერიტორიაზე (Porter, 2001).
გეოგრაფიული მანძილის შემცირების შედეგად წარმოქმნილი კონვერგენციის ეფექტი ქმნის კლასტერის დინამიკას, რისი ინდიკატორიცაა ინოვაციური ტექნოლოგიური მიღწევები და მათი აქტიური დანერგვა ინდუსტრიების ეკონომიკურ საქმიანობაში, რის შედეგადაც ხდება ინდუსტრიების ჭკვიანი-სპეციალიზაცია (Solvel, Lindqvist, & Ketels, 2003).
ჭკვიანი-სპეციალიზაცია შესაძლებელს ხდის საზოგადოების კეთილდღეობის მაქსიმალური დონის მიღწევას შეზღუდული რესურსების პირობებში, რაც პირველ რიგში ვლინდება სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებით (Delgado, Porter, & Stern, 2012; Delgado & Porter, 2021).
მსოფლიოში არსებობს კლასტერის რამდენიმე მოდელი, რომელიც აქვთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს. თუმცა, პრაქტიკული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საზოგადოების კეთილდღეობის მაქსიმალური დონის თვალსაზრისით, ყველაზე ეფექტიანი მოდელი აქვთ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს. მათი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები უპრეცენდენტოა, შემოსავლების დონის, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის, ასევე – ინტელექტუალური კაპიტალისა და ადამიანისეული რესურსების გაუმჯობესების თვალსაზრისით, რასაც ადასტურებს გაეროს სპეციალური კომპეტენციის სააგენტოების მიერ ჩატარებული მრავალი კვლევა.
2023 წლის რეიტინგის მიხედვით, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასთან ყველაზე ახლოს არიან ფინეთი, დანია, ისლანდია და შვედეთი, ხოლო ნორვეგია HDI-ს მაჩვენებლის მიხედვით მეორე ადგილზეა მსოფლიოში.
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, წარმატებულად შეძლეს ბალტიის ქვეყნებმა, სწორედ ამიტომ, აუცილებელია საქართველომაც განახორციელოს ჩრდილოეთევროპული მოდელის დანერგვა და განვითარება.
ბალტიის ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩრდილოეთევროპული მოდელის მორგება შეიძლება ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და განათლების რეფორმირების პროცესი, ამასთან, ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის ტრანსფორმირებული გეგმურიდან საბაზრო ტიპზე, სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც.

ინოვაციური კლასტერის ჩრდილოეთევროპული მოდელი

სოციალური კეთილდღეობის შექმნა, ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებით გამოიხატება, რაც გულისხმობს უფასო განათლებას, ჯანდაცვას, სოციალურ უზრუნველყოფას, მათ შორის, პენსიებსა და სოციალურ დაზღვევას, ასევე, ღირსეული დასაქმებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს და ა.შ. (Bentham, 1776; Bentham , 1780; Jevons, 1871; Sachs, Lafortune, Kroll, Fuller, & Woelm, 2022).
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ ყველაზე წარმატებული კლასტერების განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა. მათ შექმნეს ინოვაციური კლასტერის ისეთი მოდელი (იხ ცხრილი 1), რომლის მორგებაც შესაძლებელია პოსტსაბჭთა ქვეყნების თავისებურებებზე. ბალტიის ქვეყნებმა შეძლეს აღნიშნული მოდელით მოეხდინათ ეკონომიკის ტრანსფრმაცია და მაღალგანვითარებული სამყაროს ნაწილი გამხდარიყვნენ. აქედან გამოდინარე, საქართველოსთვის აუცილებლობას წარმოადგენს კლასტერის Trilple და Quadruple Helix მოდელის გადმოტანა და ჩრდილოეთ ევროპის გამოცდილების გაზიარება.
კლასტერების განვითარებას რეგიონულ დონეზე, ინოვაციების შვედური სააგენტო (VINNOVA) ხელმძღვანელობს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის. აღნიშნულმა სააგენტომ, 2001 წელს დაიწყო VINNVAXT და VISANU კლასტერული განვითარების პროგრამები, რაც 2005 წელს წარმატებულად დასრულდა. 2006 წლიდან, კლასტერული განვითარების ახალი პროგრამა – „აწარმოე შვედეთში“ (Enterprise Sweden) დაიწყო, რომელიც დღესდღეობით კლასტერების ინიციატივების იმპლემენტაციის ყველაზე აქტიური პროგრამაა (ECO, 2023).

დანიაში კლასტერულ განვითარებას ეროვნულ დონეზე სამი სამინისტრო წარმართავს: ეკონომიკისა და ბიზნესის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო და მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამინისტრო (Korobaničová, 2015). სამინისტროების კომპეტენციის ფარგლებში 1990-2003 წლებში დანიაში მიმდინარეობდა ზრდისა და ცოდნაზე დაფუძნებული განვითარების სტრატეგიის (Grows and Knowledge Development Strategy) განხორციელება. 2004-2007 წლებში, დანია ინოვაციების ეროვნული სტრატეგიის (National Innovation Strategy) განხორციელებაზე გადავიდა.

დანია – Triple Helix მოდელი

2003 წელს ინიცირებულ იქნა ისლანდიის კლასტერული განვითარების პროგრამა – „ზრდის შეთანხმება (Growth Agreement)“, რომლის განხორციელება ისლანდიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, ისლანდიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ისლანდიის განათლების, მენიერებისა და კულტურის სამინისტროსა და ისლანდიის ინდუსტრიებისა და კომერციის სამინისტროს კომპეტენციაში შედის (Kristinsson, 2007; Korobaničová, 2015).

ისლანდია – Triple Helix მოდელი

მუნიციპალურ დონეზე ფინეთის აკადემიის ნანოტექნოლოგიების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს კლასტერების პროგრამას. 2007 წლიდან დაიწყო ნანოტექნოლოგიური ცენტრების განვითარების პროგრამა (NCDP).

ფინეთი – Quadruple Helix მოდელი

ცხრილი 4.

 

 

ნორვეგიაში კლასტერების განვითარების ეკონომიკურ პოლიტიკას ეროვნულ დონეზე ინოვაციების ნორვეგიული სააგენტო (INNOVANOR), ნორვეგიის ინდუსტრიული განვითარების კორპორაცია (SIVA) და ნორვეგიის კვლევითი საბჭო (RCN) ხელმძღვანელობს. 2006 წელს დაიწყო ნორვეგიის კვლევით ცენტრების (Norway Centers of Exspertise (NCE)) პროგრამა. 2014 წელს ნორვეგიის კვლევითი ცენტრების პროგრამა გლობალური კვლევითი ცენტრების (Global Centers of Exspertise (GCE)) პროგრამით ჩანაცვლდა.

 

ნორვეგია – Triple Helix მოდელი

 

საქართველოში კლასტერების განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა არც ისე დიდი ხანია, რაც ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართველი მეცნიერებიდან კლასტერების შესახებ მნიშვნელოვანი პუბლიკაციები ეკუთვნით: ე. ბარათაშვილს, ნ. ბაკაშვილს, ი. გაგნიძეს, ბ. გეჩბაიას, დ. მესხიშვილს, ე. სეფაშვილს, ნ. ფარესაშვილს, გ. ღაღანიძეს და სხვ.
კლასტერების შესახებ პირველი კვლევა, ევროკავშირის დაფინანსებით, 2018 წელს ჩატარდა ბოლნისის რაიონში, სადაც შეისწავლეს მშენებლობის, კვების ტექნოლოგიების, მეღვინეობისა და სოფლის მეურნეობის დარგებში კლასტერების განვითარების პერსპექტივები. როგორც კვლევამ აჩვენა, აღნიშნული მიმართულებით ბოლნისის რაიონს დიდი პერსპექტივები აქვს (დარსაველიძე, ძიძიკაშვილი, კიკაბიძე, დემურაშვილი, & ბეჟანიშვილი, 2018).
რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საგანმანათლებლო სივრცეებს, აღნიშნული მიმართულებით საქართველოში პირველი წინგადადგმული ნაბიჯი 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ შექმნა იყო, რომელიც დღემდე ძალიან აქტიურად ფუნქციონირებს. 2020 წელს სააგენტომ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის სპეციალური პლატფორმა შექმნა ინოვაციებისა და ცოდნის გავრცელების მიზნით, რაც გაზრდის ბიზნესისთვის ინოვაციების ხელმისაწვდომობას (აწარმოე საქართველოში, 2023).

დასკვნა

თანამედროვე საზოგადოება ურთულესი პრობლემის წინაშე დგას რესურსების უკონტროლო ათვისებასა და ეკოლოგიური გარემოს გაუარესების გამო, რაც საზოგადოების კეთილდღეობის დონის გაუარესებას იწვევს.
როგორც წესი, პრაქტიკაში საზოგადოებრივი კეთილდღეობის შენარჩუნების ან გაუმჯობესების საკითხი, ძალიან რთულ და ხშირად გადაუწყვეტ პრობლემას წარმოადგენს. ინდუსტრიალიზაციის უმართავი პროცესი კი, კიდევ უფრო ართულებს და ამწვავებს არსებულ სიტუაციას.
კლასტერების განვითარების ეკონომიკურ პოლიტიკას შეუძლია ერთდროულად გააუმჯობესოს საზოგადოების სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური კეთილდღეობა და უზრუნველყოს ქვეყნების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება. კლასტერების განვითარება დაკავშირებულია კონვერგენციის ეფექტის გავრცელებასთან, რაც ლოკალიზაციის, ანუ თავმოყრის პროცესის თანმდევი მოვლენაა და გეოგრაფიული მანძილის შემცირებით ამცირებს დანახარჯებს.
თუმცა ის, რაც სინამდვილეში კლასტერების განვითარების ეკონომიკურ პოლიტიკას უალტერნატივოს და შეუცვლელს ხდის არის ცოდნისა და ინოვაციების გავრცელების შესაძლებლობები. კლასტერის Triple და Quadruple Helix მოდელის განვითარებით, მიმდინარეობს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარების პროცესი, რომელშიც ჩართულია სახელმწიფო ინსტიტუტები, ინდუსტრიები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები და მთელი საზოგადოება.
ქვეყნები, სადაც ვითარდება კლასტერების – Triple და Quadruple Helix მოდელები, უპრეცენდენტო კონკურენტუნარიანობით გამოირჩევიან. ასეთ ქვეყნებში არსებობს, უფასო ჯანდაცვა და განათლება, სოციალური უზრუნველყოფის მაღალი დონე და სახელმწიფო სერვისების ფართო ხელმისაწვდომობა. სწორედ ასეთი ქვეყნები წარმოადგენენ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ნათელ მაგალითებს. დღესდღეობით, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოებს მიეკუთვნებიან ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები.
ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ კლასტერების განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის საშუალებით, რომელიც სასწავლო და სამეცნიერო სივრცეების, ინდუსტრიებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ინტეგრირებულ განვითარებას გულისხმობს, შესაძლებელია რესურსების ეფექტიანი ათვისება და კეთილდღეობის მაქსიმალური დონის მიღწევა.

ლიტერატურა:
ბარათაშვილი ე., გეჩბაია ბ, მესხიშვილი დ., ბაკაშვილი ნ. & ფარესაშვილი ნ. (2011). თანამედროვე ბიზნესის სტრატეგიები. თბილისი: უნივერსალი
გაგნიძე ი. (2012). ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და კლასტერები: ისტორია და თანამედროვეობა, თბილისი: უნივერსალი.
დარსაველიძე დ., ძიძიკაშვილი ნ., კიკაბიძე კ., დემურაშვილი გ., ბეჟანიშვილი კ. (2018). კვლევა. ბოლნისი, კახეთის ისტორიული მხარე. ევროკავშირი ( EU) საქართველოსთვის.
სეფაშვილი ე. (2014). კლასტერების როლი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. ეკონომიკა და ბიზნესი (2), გვ.97-115
ღაღანიძე გ. (2014). კონკურენტული უპირატესობის სისტემური კვლევის საკითხები. თბილისი, საქართველო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Altonen S. (2007). Country report: Finland. SE Entre, Turku School of Economics. Kristiansand: European Cluster Obsarvatory.
Belussi F., & Caldari K. (2008). At the Origin of the Industrial District: Alfred Marshall and the Cambridge School. Cambridge: Cambridge Journal of Economics.
Booth A., Harris J., Croot E., Springett J., Campbell F., & Wilkins E. (2013). Towards a Methodology for Cluster Searching to Provide Conceptual and Contextual “Richnes" for Systematic Reviews of Complex Interventions: Case Study (Cluster). Sheffield: BMC Medical Research Methodology.
Burger P. (2015). Cluster Policy in Sweden. In Cluster Promotion and Management: The Current Global Situation (Vol. I, pp. 199-216). Craiova, Romania: ASERS Publishing.
Chapain C., Cooke P., De Propris L., MacNeill S., & Mateos-Garcia J. (2010). Creative clusters and innovation. NESTA.
Delgado M., & Porter M. E. (2021). Clusters and the Great Recession. New-York: Harward Business School.
Delgado M., Porter M. E., & Stern S. (2012). Cluster Convergnce and Economic Performance. Harvard Business School, Temple University, MIT Sloan NBER. Cambridge: Harvard Business School.
Delgado M., Porter M. E., & Stern S. (2014). DEFINING CLUSTERS OF RELATED INDUSTRIES. NATIONAL BUREAU OF ECONOMIC RESEARCH.
Dervojeda K., Nagtegaal F., Lengton M., & Datta P. (2013). Creative Industries. European Cluster Observatory.
Klasová S. (2015). Cluster Policy in Norway. In Cluster Promotion and Management: The Current Global Situation (pp. 137-154). Craiova, Romania: ASERS Publishing.
Korobaničová I. (2015). Cluster Policy in Denmark. In Cluster Promotion and Management: The Current Global Situation (pp. 53-73). Craiova, Romania: ASERS Publishing.
Korobaničová I. (2015). Cluster Policy in Iceland. In Cluster Promotion and Management: The Current Global Situation (pp. 113-135). Craiova, Romania: ASERS Publishing.
Kristinsson S. (2007). Country Report: Iceland. Kristiansand, Norway: European Cluster Observatory.
Persson M., Sabanovic A., & Wester H. (2002). Is Cluster Theory in Need of Renewal – Porter's Diamond Revised. Department of Business Studies.
Porter M. E. (1998). Clusters and the New Economics of Competition. Cambridge: Harvard Business School.
Porter M. E. (2001). CLUSTERS of INNOVATION: Regional Foundation of U.S. Competitiveness. Washington: Council on Competitiveness.
Sachs, J., Lafortune, G., Kroll, C., Fuller, G., & Woelm, F. (2022). Sustainable Development Report 2022. Cambridge: Cambridge University.
Solvel, O. (2008). Cluster Ballancing and Evolutionary Forces. Stockholm: Ivory Publishers.
Solvel, O. (2009). Cluster Ballancing and Evolutionary Forces. Stockholm: Ivory Publishers.
Solvel, O., Lindqvist, G., & Ketels, K. (2003). Cluster Initiative Green Book. Stockholm: IvoryPublishers.


References:
Baratashvili E., Gechbaia B., Meskhishvili D., Bakashvili N. & Faresashvili N. (2011). Tanamedrove Biznesis Strategiebi. [Modern Business Strategies. Tbilisi: Universali.] in Georgian.
Gagnidze I. (2012). Qveknebis Konkurentunaruanoba da Klasterebi: Istoria da Tanamedroveoba [Competitiveness of Countries and Clusters: History and Modernity, Tbilisi Universali.] in Georgian.
Darsavelidze D., Dzidzikashvili N., Kikabidze K., Demurashvili G., Bezhanishvili K. (2018). Kvleva. Bolnisi, Kakhetis istoriuli mkhare, evrokavshiri ( EU) Saqartvelostvis. [Research. Bolnisi, Historical Part of Kakheti, European Union (EU) for Georgia.] in Georgian.
Sefashvili E. (2014), klasterebis roli qveknis konkurentunarianobis amaghlebashi. [The Role of Clusters in Increasing the Country's Competitiveness. Economics and Business (2),pp.97-115.] in Georgian.
Ghaghanidze G.(2014). konkurentuli upiratesobis sistemuri kvlevis sakitxebi. [Systematic Research Issues in Competitive Advantage. Tbilisi, Georgia: Tbilisi State University.] in Georgian.
Altonen S. (2007). Country report: Finland. SE Entre, Turku School of Economics. Kristiansand: European Cluster Obsarvatory.
Belussi F., & Caldari K. (2008). At the Origin of the Industrial District: Alfred Marshall and the Cambridge School. Cambridge: Cambridge Journal of Economics.
Booth A., Harris J., Croot E., Springett J., Campbell F., & Wilkins E. (2013). Towards a Methodology for Cluster Searching to Provide Conceptual and Contextual “Richnes" for Systematic Reviews of Complex Interventions:Case Study (Cluster). Sheffield: BMC Medical Research Methodology.
Burger P. (2015). Cluster Policy in Sweden. In Cluster Promotion and Management: The Current Global Situation (Vol. I, pp. 199-216). Craiova, Romania: ASERS Publishing.
Chapain C., Cooke P., De Propris L., MacNeill S., & Mateos-Garcia J. (2010). Creative clusters and innovation. NESTA.
Delgado M., & Porter M. E. (2021). Clusters and the Great Recession. New-York: Harward Business School.
Delgado M., Porter M. E., & Stern S. (2012). Cluster Convergnce and Economic Performance. Harvard Business School, Temple University, MIT Sloan NBER. Cambridge: Harvard Business School.
Delgado M., Porter M. E., & Stern S. (2014). DEFINING CLUSTERS OF RELATED INDUSTRIES. NATIONAL BUREAU OF ECONOMIC RESEARCH.
Dervojeda K., Nagtegaal F., Lengton M., & Datta P. (2013). Creative Industries. European Cluster Observatory.
Klasová S. (2015). Cluster Policy in Norway. In Cluster Promotion and Management: The Current Global Situation (pp. 137-154). Craiova, Romania: ASERS Publishing.
Korobaničová I. (2015). Cluster Policy in Denmark. In Cluster Promotion and Management: The Current Global Situation (pp. 53-73). Craiova, Romania: ASERS Publishing.
Korobaničová I. (2015). Cluster Policy in Iceland. In Cluster Promotion and Management: The Current Global Situation (pp. 113-135). Craiova, Romania: ASERS Publishing.
Kristinsson S. (2007). Country Report: Iceland. Kristiansand, Norway: European Cluster Observatory.
Persson M., Sabanovic A., & Wester H. (2002). Is Cluster Theory in Need of Renewal – Porter's Diamond Revised. Department of Business Studies.
Porter M. E. (1998). Clusters and the New Economics of Competition. Cambridge: Harvard Business School.
Porter M. E. (2001). CLUSTERS of INNOVATION: Regional Foundation of U.S. Competitiveness. Washington: Council on Competitiveness.
Sachs, J., Lafortune, G., Kroll, C., Fuller, G., & Woelm, F. (2022). Sustainable Development Report 2022. Cambridge: Cambridge University.
Solvel O. (2008). Cluster Ballancing and Evolutionary Forces. Stockholm: Ivory Publishers.
Solvel O. (2009). Cluster Ballancing and Evolutionary Forces. Stockholm: Ivory Publishers.
Solvel O., Lindqvist, G., & Ketels, K. (2003). Cluster Initiative Green Book. Stockholm: IvoryPublishers.

Keywords: Cluster, Sustainable Development, Smart-Mpecialization, Innovation, Industry.
JEL Codes: O01, O31, O32.